აფხაზი ბიზნესმენები მზად არიან სოხუმის სანაპიროს კეთილმოწყობაში 50
მილიონი რუბლი ჩადონ, თუ ქალაქის ადმინისტრაცია მათ საბავშვო
კაფეს და რამდენიმე მაღაზიის აშენების ნებართვას მისცემს. ამის
შესახებ სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ადგურ ხარაზიამ
განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა, თუმცა,
შესაბამისი დოკუმენტები ჯერ არ გაფორმებულა. მისივე თქმით, კაფე
ერთსართულიანი იქნება, იქ არ გაიყიდება სპირტიანი სასმელები. ამასთან,
მშენებლობის დროს, არცერთი ხე არ დაზიანდება.
მასალის გამოყენების პირობები