ზუგდიდის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა და ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილველად გაუგზავნა.
ამის შესახებ რადიო
„ათინათთან“ საკრებულოს აპარატის უფროსმა ნატა პაპასკირმა ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, საკრებულოს წევრებმა მერიას ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დროს წერილობით გაუგზავნეს რამდენიმე ახალი ინიციატივა, განხილვებისთვის მომზადება კი ხვალიდან დაიწყება.
„ბიუჯეტის პროექტი გუშინ შემოვიდა მერიიდან,ინიციატივები ფრაქციების ნაწილს უკვე გაგზავნილი აქვს წერილობით. ხვალ გვაქვს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და იქ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება და განისაზღვრება რომელ რიცხვებში განიხილავს კომისია“, - თქვა პაპასკირმა.
სავარაუდო პროექტის მიხედვით, ზუგდიდის მომდევნო წლის ბიუჯეტის მოცულობა
56 მილიონ ლარამდე იქნება, რაც 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით 8 მილიონ 800 ათასით მეტია. ამის შესახებ რადიო "
ათინათთან" მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნანი მიქენაიამ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დროს ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები