იანვრის თვეში სამეგრელო - ზემო სვანეთში უკანონოდ ხე-ტყის მოპოვების 31 ფაქტი გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში, იანვრის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებული 31 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.
გასული თვის მონაცემებს სოციალურ ქსელში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2023 წლის 1-დან 31 იანვრის ჩათვლით საქართველოში უკანონო ტყითსარგებლობის 269 ფაქტი გამოვლინდა. ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია 441 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
მასალის გამოყენების პირობები