უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, სენაკელი ბახვა ჩიქობავას დაღუპვიდან ერთი წელი გავიდა
54 წლის ქართველი მებრძოლი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მარიუპოლში დაიღუპა. მისი ცხედრის პოვნა და სამშობლოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ბახვა ჩიქობავა 2012 წლამდე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობდა. რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო აგრესიას 36 ქართველი სამხედრო შეეწირა.
მასალის გამოყენების პირობები