აპრილის თვეში სამეგრელო - ზემო სვანეთში ხე - ტყის უკანონო მოპოვების 22 ფაქტი გამოვლინდა
აპრილის თვეში სამეგრელო - ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 22 ფაქტი გამოვლინდა. ოფიციალურ სტატისტიკას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 192 ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის, 148 შემთხვევა ხე - ტყის უკანონო მოპოვება - ტრანსპორტირებას ეხება.
"ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 169 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 39 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო,"- ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები