ახალი ამბები
თხილის ექსპორტიორებისთვის დამატებითი მოთხოვნები ამოქმედდა - სეს
ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მიერ 2023 წელს განხორციელებული აუდიტის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.

მათივე ცნობით, „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №185 დადგენილებას დაემატა „მოთხოვნები აფლატოქსინის პრევენციისა და შემცირებისადმი“ (დანართი №2), რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესოპერატორი ვალდებულია, თხილში აფლატოქსინის პრევენცია და შემცირება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყოს.

როგორც სააგენტო აცხადებს, დამატებითი მოთხოვნები შეეხება პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, საწარმოში თხილის გადამუშავების პროცესს, სატრანსპორტო კონტეინერებსა და გადამუშავებული პროდუქტის დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებას, ასევე პროდუქციის დასაწყობებას.

„საექსპორტო თხილის ნიმუშის გამოკვლევა უნდა განხორციელდეს ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად იმ აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რომელიც უზრუნველყოფს „სურსათში მიკოტოქსინების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ნოემბრის №497 დადგენილებითა და „ტექნიკური რეგლამენტით − სურსათში მიკროელემენტებისა და დამაბინძურებლების (კონტამინანტები) რაოდენობის კონტროლისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №547 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას“, - განმარტავს სააგენტო.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფეროში შედის:

გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით);

თხილის გული, რომელიც არ დაექვემდებარა დამარილებას, დაშაქვრას, მოხალვას ან სხვა სახის დამუშავებას;

გადამუშავებული თხილის გული, განკუთვნილი პირდაპირი მოხმარებისათვის ან სხვა სურსათში შერევისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადამუშავების გარეშე და არ დაექვემდებარა დამარილებას, დაშაქვრას, მოხალვას, არომატიზებას ან სხვა სახის დამუშავებას.

„თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №185 დადგენილების კონსოლიდირებული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://nfa.gov.ge/Ge/Legislation


ამავე თემაზე: 

მთავრობის დადგენილებით, თხილის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

ფაროსანას გავრცელებისთვის ყველაზე აქტუალური თვე ივლისია, ვურჩევთ ფერმერებს, შეწამლონ ბაღები - თხილის მწარმოებელთა ასოციაცია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.