ახალი ამბები
აფხაზეთიდან დევნილმა ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ს სასამართლოში დავა მოუგო - TI საქართველო
აფხაზეთიდან დევნილმა ნარგიზა ქურდიანმა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ-ს, "დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს" თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

TI - საქართველოს იურისტმა და სასამართლოში მომჩივნის ადვოკატმა ვიქტორ კვიტატიანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ქურდიანი თბილისის სტუდქალაქში, ავარიულ კორპუსში ცხოვრობს, რომელსაც უკვე კერძო მესაკუთრე გამოუჩნდა და მან იქ მაცხოვრებელი დევნილების განსახლება მოითხოვა.

„ამის შემდეგ, დევნილები კრიტერიუმის გარეშე უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ ახალი საცხოვრებელი ფართებით. ამაზე ნარგიზა ქურდიანს უარი უთხრა კომისიამ იმიტომ, რომ იმ კონკრეტულ მომენტში, როცა კომისია მივიდა, მომჩივანი სახლში არ დახვდა. ეს ქალბატონი 84 წლისაა, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობს. ამ პერიოდში, ის იმყოფებოდა თავის შვილთან რუსთავში და ვერ დახვდა კომისიას. ამ საფუძვლით უთხრეს უარი კრიტერიუმის გარეშე საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე. ეს გავასაჩივრეთ სასამართლოში და მათ სრულად გაიზიარეს ჩვენი არგუმენტები. სასამართლომ ჯანდაცვის სამინისტროს ქურდიანის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დაავალა“, - განმარტავს იურისტი.

მისივე თქმით, ქურდიანი, დაახლოებით, 30 წელია, რაც აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს, თუმცა ახლა კორპუსი იმდენად ავარიულია, რომ იქ გაჩერება რთულია და, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ის პერიოდულად შვილის საცხოვრებელ სახლში გადადის.


ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.