"ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეწყალებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.
ცნობისთვის,
იანვარში, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა.
მასალის გამოყენების პირობები