ზუგდიდის მერიის ა.ა.ი.პ."კეთილმოწყობის ცენტრის"თანამშრომელი დააკავეს
წუხელ გვიან ღამით სამართალდამცველებმა ზუგდიდში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის მერიის ა.ა.ი.პ. "კეთილმოწყობის ცენტრის" თანამშრომელი გიორგი ცხონდია დააკავეს. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მას პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რადიო "ათინათი" მერიის ა.ა.ი.პ. "კეთილმოწყობის ცენტრის" დირექტორ მამუკა ციმინტიას დაუკავშირდა, რომელიც თანამშრომლის დაკავებას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ დეტალები მისთვის უცნობია.
"დღეს სამსახურში იმყოფებოდა პოლიციის უფროსის მოადგილე, თუმცა მე ადგილზე არ ვიყავი. სხვა არაფერი ვიცი", - აღნიშნავს ციმინტია.
შსს-ში კი "ათინათს"განუცხადეს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები