მომდევნო დღეებში თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
8 მაისიდან, 10 დღის განმავლობაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდის მარცხენა მიმართულების ერთ ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვა დაწესდება 22:00 საათიდან 07:00 საათამდე. დღისით კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორ ზოლზე.
დეპარტამენტში ამბობენ, რომ დაზიანებულია ხიდის სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა. აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტომობილს შეუძლია ისარგებლოს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები