ეს ადამიანები მზად არიან 24 საათი იზრუნონ თქვენს კეთილდღეობაზე -
ასე წარადგინა პერემიერ-მინისტრმა
გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ სამეგრელო-ზემო სვანეთში
მერობის კანდიდატები. მანამდე, მთავრობის მეთაურმა რეგიონში
განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ამომრჩევლებისთვის
სიტყვით არც ერთ კანდიდატს არ მიუმართავს. შეხვედრა საქართველოს
ჰიმნით დასრულდა.
მმართველი გუნდიდან მერობის კანდიდატები არიან:
ზუგდიდი - ლაშა გოგია
მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი
ფოთი - გოჩა კურდღელია
აბაშა - ლევან მაკალათია
სენაკი - ლევან კუპრეიშვილი
მარტვილი - ალექსანდრე გრიგალავა
ხობი - გოჩა ქაჯაია
წალენჯიხა - ბესიკ ფარცვანია
ჩხოროწყუ -დავით გოგუა
კანდიდატების წარდგენას რამდენიმე ათასი მოქალაქე ესწრება. ისინი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები