ზუგდიდის მერობის კანდიდატი ახალგაზრდებს: ოთხი წლის მერე გამოვალ „ბირჟაზე“ და პანღურს ვერ ამომარტყამთ (ვიდეო)
22:26 / 24.09.2017
„ბოდიში, მაგრამ სლენგი უნდა ვიხმარო... ჩვენ გაზრდილები ვართ იმ
პერიოდში, როდესაც „ფუფულო“ რაღაცას ნიშნავდა,
ჩვენ გაზრდილები ვართ ისე პერიოდში, როდესაც ვაჟკაცური სიტყვა რაღაცას
ნიშნავდა... მე გპირდებით თქვენ - ახალგაზრდებს, რომ იმ შემთხვევაში,
თუ ამირჩევთ, ზუგდიდელებისთვის ბირჟა იყო ყველაზე მაგარი ადგილი და
სიტყვას გაძლევთ, ოთხი წლის მერე გამოვალ ამ ბირჟაზე და ვერც ერთი
თქვენთაგანი ვერ ამომარტყამს პანღურს“, - ასე მიმართა ახლაგზარდებს
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი (ზვიად)
სიჭინავამ ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე.
მან ახალგაზრდებს პირობა მისცა, რომ ქალაქში იქნება კინოთეატრი და
სხვა გასართობი ადგილები.
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას
კულტურის ცენტრ „ოდიშში“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. ზვიად
სიჭინავას საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი დასაქმება და
სოციალური უზრუნველყოფაა. გარდა ამისა, სიჭინავა თვლის, რომ
მნიშვნელოვანია განათლების, ტრანსპორტის, სპორტისა და ინფრასტრუქტურის
საკითხები.
ფართომასშტაბიან პრეზენტაციამდე, დომენტი სიჭინავამ საკუთარი ხედვები
მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებსა გააცნო.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები