არჩევნები
სამეგრელო-ზემო სვანეთში 22 400-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, ცესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, 22 400-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა. აქედან, ყველაზე მეტი 6 190-ზე მეტი ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში, რომელშიც საკუთარი არჩევანი 45 669 მოქალაქემ გააკეთა. ყველაზე ნაკლები - 500-მდე მესტიის 47-ე ოლქში, სადაც 5 432 ამომრჩეველი მივიდა. რეგიონში საკუთარი პოზიცია სულ 163 185 ადამიანმა დააფიქსირა.




აღსანიშნავია, რომ მესტია ერთადერთი ოლქია, რომელშიც რამდენიმე ათეულ უბანზე არცერთი ბიულეტენი არ გაბათილებულა. გარდა ამისა, ზოგიერთ უბანზე გაბათილებული ბიულეტენების გრაფაში ციფრები გადასწორებულია და მკაფიოდ არ იკითხება.



19 269 დაფიქსირებული ამომრჩევლიდან ბიულეტენი 2 806 მოქალაქეს გაუბათილდა მარტვილის 65-ოლქში. ეს ის ოლქია, რომელშიც 50 %-იანი ზღვარი ვერცერთმა მერობის კანდიდატმა ვერ გადალახა და შესაბამისად, მეორე ტური დაინიშნა. 

რაც შეეხება სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებს, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა უმეტესად 1000-დან 2000-მდე მერყეობს.

კერძოდ, მათი რაოდენობა ხობში 2 370-ზე მეტია, აბაშაში - 1 570-ს აჭარბებს, წალენჯიხაში - 2 080-მდეა, ფოთში - 2 800-ს აღემატება, სენაკში - 2 470-ზე ოდნავ მეტია, ჩხოროწყუში კი - 1 680-ს უტოლდება.  





ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს უბნებზე სამი ფერის ბიულეტენი ხვდებოდათ. მათ მერობის, მაჟორიტარი დეპუტატობისა და სასურველი პარტიის ნომრები ღია ცისფერ, ვარდისფერ და ღია მწვანე ბიულეტენებზე უნდა შემოეხაზათ.

საოლქო საარჩევნო კომისიებს შემაჯამებელი ოლქების საბოლოო შედეგების დასადგენად ვადა პირველ ნოემბრამდე აქვთ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.