"საუკეთესო მუზეუმელის" ჯილდო დადიანების მუზეუმის თანამშრომელს გადასცეს
"საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის" პირველ ყრილობაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ქართულ სამუზეუმო ისტორიაში პირველად, 3 "საუკეთესო მუზეუმელი" გამოავლინეს,
რომელთაც კულტურის სამინისტროს მიერ წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო გადაეცათ. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, ერთ-ერთი მათგანი დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის მცველი ნაზიბროლა ქორთუაა, რომელსაც ჯილდო ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის გადაეცა.
საქართველოს მუზეუმელთა პირველ ასამბლეას ალიანსის წევრები და დელეგატები ესწრებოდნენ, ჯამში საქართველოს 70 მუზეუმის 400-ზე მეტი თანამშრომელი, როგორც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ისე რეგიონული და კერძო მუზეუმებიდან.

მასალის გამოყენების პირობები