სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
ექსპორტის გარეშე) 3 583.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 48.2%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.0%-ით შემცირდა და 1 728.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 76.2% შეადგინა. პარტნიორი სახელმწიფოების პირველ სამეულშია:
• რუსეთი - 18.7%
• თურქეთი - 13.7%
• ჩინეთი - 12.6%
„2023 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 375.5 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 21.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 149.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 111.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.4 პროცენტი)“, - აღნიშნულია მონაცემებში.
გარდა ამისა, საქსტატი კვლევაში ყურადღებას ამახვილებს ქვეყანების ჯგუფების წილზე საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში. მათი წილი პროცენტულად შემდეგნაირად ნაწილდება:
• დსთ-ს ქვეყნები - 63.4%
• ევროკავშირის ქვეყნები - 12.5%
• დანარჩენი - 24.1
კვლევის მიხედვით, ქვეყნის მთლიან ექსპორტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია:
• სომხეთი - 13.8%
• აზერბაიჯანი - 13.5
• რუსეთი - 11.6%
მთლიან იმპორტში უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია:
• თურქეთი - 16.7%
• რუსეთი - 12.8%
• აშშ - 11.4%
ამავე ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7%-ი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 687.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 503.7 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 023.1 მლნ. აშშ დოლარი).
უწყების ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო საქონელია:
• მსუბუქი ავტომობილები - 32.9%
• სპილენძის მადნები - 10.6%
• ღვინოები - 4.2%
უმსხვილესი საიმპორტო საქონელია:
• მსუბუქი ავტომობილები - 19.0%
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 7.1%
• სამკურნალო საშუალებები - 3.6%
• ნავთობის აირები - 3.4%

მასალის გამოყენების პირობები