საზოგადოება
„რუსთავი 2“ - ის დირექტორს თავს დაესხნენ
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს. გვარამიას ცნობით, ერთ-ერთ რესტორანში მას თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც რესტორანში შუქი ჩაქრა.

"უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. მაშინვე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს", - აღნიშნავს დაზარალებული.

მომხდარიდან რამდენიმე საათში, ტელეკომპანიის დირექტორზე თავდასხმა ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ აღიარა და განაცხადა, რომ ინციდენტში მარტო მონაწილეობდა. ამის შესახებ მან პოსტი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა.

"რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმის გამო ლევან გაჩეჩილაძის შვილს ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, როდის იმსჯელებს სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

რატი გაჩეჩილაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.