წალენჯიხელი მოსწავლეების "დედა ენის" დღისადმი მიძღვნილი ნახატები
წალენჯიხის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა "დედა ენის" დღესთან დაკავშირებით ნახატები გამოფინეს.
როგორც რადიო "ათინათს" სკოლის მასწავლებელმა მარინე ადონიამ უთხრა, მე-3-8-ე კლასელები ამ დღისთვის ნამუშევრებს, დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში ამზადებდნენ.
"ყოველ წელს დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან ამ სამზადისში. მეც ძალიან მიყვარს ეს დღე", - გვითხრა მასწავლებელმა.
ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
უმაღლეს სასწავლებლებსა და საჯარო სკოლებში იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ წევრ რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა.
ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული.
როგორც რადიო "ათინათს" სკოლის მასწავლებელმა მარინე ადონიამ უთხრა, მე-3-8-ე კლასელები ამ დღისთვის ნამუშევრებს, დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში ამზადებდნენ.
ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
უმაღლეს სასწავლებლებსა და საჯარო სკოლებში იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ წევრ რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა.
ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული.
მასალის გამოყენების პირობები