რუბრიკები
საქართველოში შიდსით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისის შემდეგ სამეგრელოში ფიქსირდება
გასულ წელთან შედარებით, საქარველოში შიდსის 25 ახალი შემთხვევით მეტი დაფიქსირდა. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიდან გვაცნობეს, 1 დეკემბრის მონაცემებით, ცენტრში რეგისტრირებულია ინფიცირების 4 646 შემთხვევა, რომელთაგან 3 413 მამაკაცია, 1 233 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა.ინფიცირებულთაგან შიდსი 2814 პაციენტს განუვითარდა, მათგან 966 გარდაიცვალა. 
წელს ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მედიკამენტოზურ მკურნალობას 2 426 (მათ შორის აფხაზეთში - 304) პაციენტი გადის, მათგან 45 ბავშვია.  ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს აივ ვირუსით ინფიცირების 490 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი. თუმცა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ 2012 წელს დაფიქსირდა, როდესაც ახალი შემთხვევების რაოდენობა 526-ს შეადგენდა. აივ ინფიცირებულთა ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში ფიქსირდება - 1532, რეგიონებიდან შემდეგ მოდის - სამეგრელო.  გადაცემის გზების მიხედვით რეგისტრირებულთა თითქმის 50% ინტრავენური ნარკომანია. 41% კი ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.
ცენტრში აცხადებენ, რომ შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 6000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ სოლიდური რიცხვია.
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.