რუბრიკები
მესტიაში ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან

მესტიაში ზამთრის სეზონის გახსნასთან დაკავშირებული დეტალები  ცნობილია. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიების მთავარი მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობაა.

სეზონის გახსნის ცერემონიალზე როგორც სპორტული, ასევე კულტურული აქტივობები იგეგმება. ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართება შეჯიბრი პროფესიონალ და მოყვარულ მოთხილამურეთა შორის. გამარჯვებულები კი სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ასევე, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივით გათამაშდება თეზო ჯაფარიძის სახელობის გარდამავალი „ზურულდის თასი“ პროფესიონალ მოთხილამურეთა შორის.ზამთრის სეზონის გახსნის დასკვნითი, კულტურული ნაწილი მესტიის ცენტრში გაიმართება.

ცნობილია, რომ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე სპორტული შეჯიბრი ორ ნაწილად გაიყოფა: პირველი, ანუ პროფესიონალური შეჯიბრი (85 მონაწილე), 08:00-11:00 შუალედში ჩატარდება, ხოლო სამოყვარულო შეჯიბრი (40 მონაწილე) კი - 12:00-16:00 შუალედში. დამატებითი სანახაობის შესაქმნელად, დღის დასასრულს, გაიმართება ჯგუფური საჩვენებელი დაშვება ფერადი კვამლით (16:00 საათზე), რაც შემდეგში გაშუქდება და ჩაიდება მესტიის საიმიჯო რგოლში, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ასოციაცია ზამთრის სეზონის გახსნაზე გადაიღებს. სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ მესტიის ცენტრში არსებული პარკი საახალწლო განათებით მოირთვება, პარკის ტერიტორიაზე კი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, მოეწყობა საკვების  კუთხეები ხის დახლებითა და საახალწლო მორთულობით, სადაც დარიგდება სვანური ტრადიციული საჭმელი: კუბდარი, ფეტვის ხაჭაპური, თაშმიჯაბი; იქნება ხელნაკეთი ნივთების კუთხეც, სადაც მსურველებს ექნებათ იქვე ყიდვის საშუალება; იარსებებს სასმელის (ჩაი/ყავა/გლინტვეინი/ცხელი შოკოლადი) და დესერტების სივრცე (მურაბა/შემწვარი ვაშლი კარამელით/ ნამცხვარი).

19:00 საათზე  ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართება, რომელსაც ფრანების გაშვების ცერემონია დაასრულებს. აღსანიშნავია, რომ ორივე ლოკაციაზე მასკოტი გიო იმოძრავებს და ადმინისრაციის ლოგოიან ბუშტებს დაარიგებს.

მესტიაში ზამთრის სეზონი 27 დეკემბერს გაიხსნება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.