პოლიტიკა
უნგრეთმა საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
უნგრეთის პრეზიდენტის,იანოშ ადერის ხელმოწერით,უნგრეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ასოცირების რატიფიცირებული შეთანხმებები,ძალაში შევიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,უნგრეთის პარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიკაცია 25 ნოემბერს მოახდინა. უნგრეთის პრეზიდენტის, იანოშ ადერის ხელმოწერით კი, რატიფიცირებული შეთანხმებები ძალაში შევიდა. როგორც საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ასოცირების შესახებ შეთანხმებების ადრეულ ეტაპზევე რატიფიცირების გზით, უნგრეთის ხელისუფლებამ აჩვენა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული არჩევნის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც ავრცელებს: "მივესალმებით ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური ურთიერთობების განმტკიცების კუთხით ჩვენი პარტნიორების მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და ძალისხმევას, რამაც შესაძლებელი გახადა 27 ივნისს ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა. ეს შეთანხმებები წარმოადგენს ახალ ეტაპს ჩვენს ურთიერთობებში და ასახავს მზაობას განვავითაროთ საერთო ღირებულებებზე დამყარებული მჭიდრო და მტკიცე ურთიერთობები, ასევე უზრუნველვყოთ დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებათა (მათ შორის უმცირესობათა უფლებების) და ფუნდამენტური თავისუფლებების სრული პატივისცემა. ეს შეთანხმებები მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ დებულებებს და პარტნიორებს სთავაზობს ევროკავშირის ნორმებთან დაახლოების ვრცელ პროგრამას, რომელიც მათ რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება. დარწმუნებულნი ვართ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებების გახორციელება არა მხოლოდ ევროპულ გზაზე სვლაში დაეხმარება ჩვენს პარტნიორებს, არამედ ასევე ხელს შეუწყობს ეროვნულ კონსოლიდაციასა და სოციალურ ერთიანობას, ასევე თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შენაჩუნებას",- ნათქვამია უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.