იტალიაში სასტუმრო ზვავის ქვეშ მოექცა: დაღუპულია ათობით ადამიანი
იტალიის მთიან რეგიონში, ერთ-ერთ სასტუმროზე
ზვავის ჩამოწოლის შედეგად, რამდენიმე
ათეული ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით,
ზვავი მანამდე მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მოჰყვა. სასტუმროს შენობაში,
რომელიც აბრუცოს პროვინციის ქალაქ ფარინდოლაშია განლაგებული,
20 - მდე სტუმარი და 7 თანამშრომელი იმყოფებოდა.
მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, რომელსაც უამინდობა აფერხებს. თოვლის საფარმა მთიან რეგიონში ხუთ მეტრს მიაღწია, რაც უცხოური მედიის ცნობით, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა.
ოთხშაბათს, ცენტრალურ იტალიაში 5-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის 4 მიწისძვრა მოხდა.

მასალის გამოყენების პირობები