აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 234 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან კორონავირუსი 21 პირს დაუდგინდა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში 21 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 6-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 14, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 6, ტყვარჩელში - 3, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 10 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 12 952 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 203, გამოჯანმრთელებული კი 12 400 ადამიანი.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 12 952 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 203, გამოჯანმრთელებული კი 12 400 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები