სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 14 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 23 747 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა. აქედან 14 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 436-ს.
ვირუსისგან განიკურნა კიდევ 378 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269 384-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 352 აქტიური შემთხვევიდან 1 412 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 88 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 674 პირი ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები