თბილისის შემდეგ, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 24 646 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 529 ახალი შემთხვევა. აქედან, 78 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 789-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 326 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 273 930-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 5 035 აქტიური შემთხვევიდან 1 756 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ შორის სამეგრელო - ზემო სვანეთის კლინიკებში 162 ადამიანი მკურნალობს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 798 პირი ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები