სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 185 პაციენტი მკურნალობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 185 ადამიანი მკურნალობს,
აქედან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 35 პირის კი საშუალო სიმძიმის.
კერძოდ, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 121 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის საშუალო სიმძიმის 35 პირი. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 25 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 44 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 123 პირი იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები