სამეგრელოს კოვიდცენტრებში 288 პირი მკურნალობს, 20 პაციენტი ისევ მძიმედაა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 288 ადამიანი მკურნალობს, მათგან 20 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 176 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 17 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 24 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 48 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოვლინდა ინფიცირების 96 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეში 8 მოქალაქე რჩება.

მასალის გამოყენების პირობები