სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 273 პირი მკურნალობს, 21 პაციენტი მძიმედაა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 273 ადამიანი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 21 პაციენტი.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 148 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 21 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდინფიცირებული რჩება. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 26 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 60 პირი აგრძელებს მკურნალობას.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 116 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 9 მოქალაქე რჩება.

მასალის გამოყენების პირობები