რუხის კოვიდკლინიკაში მყოფი 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 265 ადამიანი მკურნალობს. მათგან მძიმეა 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა,
რომელიც რუხის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 142 ინფიცირებულია მოთავსებული.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდინფიცირებული რჩება. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 24 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 60 პირი აგრძელებს მკურნალობას.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 14 მოქალაქე რჩება.

მასალის გამოყენების პირობები