სოხუმმა შეზღუდვების ნაწილი მოხსნა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი
შემსუბუქდა. დოკუმენტის თანახმად, 13 მაისიდან აკრძალვები მოიხსნა მასობრივი, მათ შორის საზეიმო და სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ მკაცრდება დახურულ სივრცეში სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლი.
ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს ატარონ ნიღბები და თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლისგან. სასურსათო და აგრარულ ბაზრებში, ასევე ბაზრობებზე, კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები. ასევე, სკოლამდელი დაწესებულებები და სკოლები, შეუფერხებლად უნდა მომარაგდეს დამცვი საშუალებებით.
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 15 006 შემთხვევა დაფიქსირდა, ადამიანი, გარდაიცვალა 226 ადამიანი, გამოჯანრთელდა - 14 025.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სპუტნიკ V" სოხუმში მოსკოვიდან 30 აპრილს ჩაიტანეს, ვაქცინაციის კამპანია კი 11 მაისს დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები