სოხუმმა კორონავრუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 279 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 45 - ს Covid – 19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი
ავრცელებს.
მათივე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში 44 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 19 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფქციურში - 28 პაციენტია მოთავსებული, მათგან 7 ადამიანია მძიმე მდგომარეობაში, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 17 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება, გაგრის საავადმყოფოში - 18, ტყვარჩელში კი 7.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 006 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 031, გარდაიცვალა - 226 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
აფხაზეთში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. 13 მაისიდან აკრძალვები მოიხსნა მასობრივი, მათ შორის საზეიმო და სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე, თუმცა, მკაცრდება დახურულ სივრცეში სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლი.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სპუტნიკ V" სოხუმში მოსკოვიდან 30 აპრილს ჩაიტანეს, ვაქცინაციის კამპანია კი 11 მაისს დაიწყო.
მათივე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში 44 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 19 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფქციურში - 28 პაციენტია მოთავსებული, მათგან 7 ადამიანია მძიმე მდგომარეობაში, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 17 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება, გაგრის საავადმყოფოში - 18, ტყვარჩელში კი 7.
აფხაზეთში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. 13 მაისიდან აკრძალვები მოიხსნა მასობრივი, მათ შორის საზეიმო და სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე, თუმცა, მკაცრდება დახურულ სივრცეში სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლი.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სპუტნიკ V" სოხუმში მოსკოვიდან 30 აპრილს ჩაიტანეს, ვაქცინაციის კამპანია კი 11 მაისს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები