გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 499 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, კორონავირუსით გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში კიდევ 2 პაციენტი - 65 წლის ქალი და 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 194 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მძიმეა 56 პაციენტის მდგომარეობა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 36 567 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 29 150-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 547 პირი.

მასალის გამოყენების პირობები