აფხაზეთში კორონავირუსის 108 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთის მასშტაბით 581 ადამიანი გამოიკვლიეს და კორონავირუსი 108 მათგანს დაუდასტურდა. ადგილობრივი ოპერატიული შტაბის
ინფორმაციით, ამ ეტაპზე აფხაზეთის კოვიდმიმღებ კლინიკებში 194 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას, 57 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid-19 სულ 36 675 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 29 267, ხოლო გარდაიცვალა 547 პირი.
16 დეკემბერს სოხუმი რუსეთის მრავალპროფილურმა მობილურმა ჰოსპიტალმა დატოვა. პანდემიის პერიოდში სამხედრო საველე ჰოსპიტალი ორჯერ მოეწყო ქალაქში და მოქმედებდა 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან 13 დეკემბრამდე, მანამდე კი 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტამდე.
"ჯანდაცვის მინისტრის" ედუარდ ბუთბას განცხადებით, რუსულმა სამხედრო ჰოსპიტალმა დიდი დახმარება გაუწია აფხაზ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლაში. მისივე თქმით, ახლა მთელი დატვირთვა ისევ ადგილობრივ მედიკოსებს დააწვება.
კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ტყვარჩელში 20 დეკემბრამდე კარანტინი გამოცხადდა. ამავე ცნობით, საავადმყოფოში თავისუფალი საწოლები აღარ არის.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid-19 სულ 36 675 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 29 267, ხოლო გარდაიცვალა 547 პირი.
"ჯანდაცვის მინისტრის" ედუარდ ბუთბას განცხადებით, რუსულმა სამხედრო ჰოსპიტალმა დიდი დახმარება გაუწია აფხაზ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლაში. მისივე თქმით, ახლა მთელი დატვირთვა ისევ ადგილობრივ მედიკოსებს დააწვება.
კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ტყვარჩელში 20 დეკემბრამდე კარანტინი გამოცხადდა. ამავე ცნობით, საავადმყოფოში თავისუფალი საწოლები აღარ არის.
მასალის გამოყენების პირობები