რუხის კლინიკაში კიდევ 2 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილებიდან ერთი, 84 წლის მამაკაცი გალის მკვიდრი იყო, 70 წელს გადაცილებული ქალი კი ზუგდიდში ცხოვრობდა. ისინი რუხის კლინიკაში გადიოდნენ მკურნალობის კურსს.
ამ ეტაპისთვის რეგიონის კოვიდკლინიკებში 366 პაციენტი მკურნალობს, მძიმეა 35 პაციენტის მდგომარეობა. დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში 279 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 252 დაინფიცირდა.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 22 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები