კორონავირუსით ზუგდიდელი მამაკაცი გარდაიცვალა, რეგიონში ინფიცირების 132 შემთხვევაა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
91 წლის მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრი იყო და მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდა. ამ ეტაპისთვის, რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 301 პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა 27-ის მდგომარეობა.
საკარანტინე სივრცეში 18 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკვლეულ კიდევ 132 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა. ვირუსისგან 157 პირი გამოჯანმრთელდა.
საკარანტინე სივრცეში 18 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკვლეულ კიდევ 132 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა. ვირუსისგან 157 პირი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები