კორონავირუსის 290 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 290 ადამიანს დაუდასტურდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 968 313-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 2 893 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 916 421-მდე.
დღეისთვის ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მიმდინარე 37 602 აქტიური შემთხვევა, საიდანაც 4 431 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. თვითიზოლაციაში იმყოფება 30 835 მოქალაქე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 14 264 პირი ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები