სამეგრელოს კოვიდცენტრებში 265 ადამიანი მკურნალობს, 13-ის მდგომარეობა მძიმეა
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 265 ადამიანი მკურნალობს.
ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, მძიმეა რუხის კლინიკის 12 და სენაკის "ლაზიკა მედის" 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კარანტინში 18 კოვიდინფიცირებული მოქალაქე რჩება.
რეგიონის მასშტაბით კიდევ 177 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
რეგიონის მასშტაბით კიდევ 177 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები