პანდემიამ სამეგრელო-ზემო სვანეთში 900-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე რეგიონის მასშტაბით ინფიცირების 111 998 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას ჯამში 920 ადამიანი ემსხვერპლა.
აღნიშნული მონაცემები "ათინათს" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოქალაქეების 41, ხოლო სამიზნე მოსახლეობის 59%. რეგიონის მასშტაბით არსებული ამცრელი პუნქტები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
1 მაისის მდგომარეობით სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 35 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო 54 პირი თვითიზოლაციაშია. აპრილში რეგიონის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობამ 413 შეადგინა.

მასალის გამოყენების პირობები