24 აპრილის ჩათვლით საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
11:21 / 20.04.2015
მომდევნო დღეების განმავლობაში, სინპოტიკოსები საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს, რომ მომდევნო დღეებში საქართველოში სიცივე, ტემპერატურის შემცირება და ნალექია მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოში ხვალ წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. ტემპერატურა დილით +12, ღამით +6 გრადუსი იქნება. წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც. ტემპერატურა დღისით +13 ღამით +5 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები დედაქალაქში ხვალ წვიმას პროგნოზირებენ. ტემპერატურა თბილისში დღისით + 13, ღამე + 5 გრადუსი იქნება. ცივი და ნალექიანი ამინდი საქართველოში 24 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები