საზოგადოება
"ენერგო-პრო ჯორჯია" ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას ითხოვს

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამის განაცხადით კომპანიამ მარეგულირებელ კომისიას უკვე მიმართა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ დვალიშვილი გადაწყევტილების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტარიფის გაზრდა საქართველოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულების გაზრდამ გამოიწვია, რომელსაც კომპანია უცხოურ ვალუტაში ყიდულობდა.

„ჩვენ ვართ სადისტრიბუციო კომპანია და ელექტროენერგიას ვყიდულობთ, რომ აბონენტამდე მივიტანოთ. ეს შესასყიდი ფასი იმდენად გაიზარდა, რომ კომპანიის ყველა რესურსი მიმართული იყო ამ კუთხით, ფაქტიურად ამიწურა ეს რესურსები. გაიზარდა გადაცემის მომსახურების ტარიფიც და ამის გათვალისწინებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მარეგულირებელ კომისიას მივმართოთ ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით,“-განაცხადა დვალიშვილმა.

წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კი განცხადების იურიდიულ მნიშვნელობაზე და მის შინაარსზე საუბრობს.

"არსებული მეთოდოლოგია ითვალისწინებს ტარიფის კორექტირებას იმ შემთხვევაში თუ ელექტრენერგიის შესყიდვის ფასი არის არსებითად შეცვლილი. სწორედ ეს მუხლი გამოიყენა კომპანიამ ,როცა განაცხადით მოგვმართა და გადაწყევტილება მიღებულია და დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით,"- განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კი იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ტარიფის ზრდა გამოიწვია.

"80% დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ რესურსზე და ეს არის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებული და უკვალოდ ვერ ჩაივლის. ლაპარაკია რამდენად დაბალანსდება გარკვეული სხვა ხარჯებისა და ინვესტიციების მოცულობით. მარეგულირებელი კომისია ადგენს იმ ტარიფს, რამდენიც უნდა იყოს, უბრალოდ ამ შემთხვევაში ეფექტის მინიმიზაცია კომპენსირების თვალსაზრისით, მთავრობა რა ღონისძიებებს გაატარებს ეს არის მეორე ეტაპია,"- აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.