საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: მედიასაშუალებები ხშირად ცრუობენ

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ქართული მედიის მდგომარეობის შესახებტელეკომპანია GDS-ის გადაცემა  20-30-ის ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ მედიასაშუალებები  ხშირად ცრუობენ.

მისი თქმით, ხშირად ნახავთ განვითარებულ სახელმწიფოებშიც, რომ ერთი პარტიის გემოვნებაზეა რაღაც მედიასაშუალება მორგებული და მის აგიტაციას უფრო მეტად ახერხებს. შეიძლება არსებობდეს მეორე მედიასაშუალება, რომელიც მეორე პარტიის გემოვნებაზეა აგებული და მის მიმართ სიმპათიას გამოხატავს.  მაგრამ, ყველა შემთხვევაში მსმენელმა თუ მკითხველმა იცის, რომ ისინი არ ცრუობენ.

”ჩვენ არ ვართ დაზღვეული ამისგან და საუბედუროდ ამის ისევ ძირითადი წამყვანი ძალა გახლავთ რუსთავი 2 და გახლავთ ტაბულა, ის რაც შემორჩა ნაციონალურ მოძრაობას... არ არის პრობლემა, რუსთავი 2-მა რომ განაცხადოს და საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ეს არის პოლიტიკური პარტიის ტელევიზია, არანაირი პრობლემა არ არსებობს, ოღონდ სიცრუეს თავი დაანებოს. ოღონდაც შეგნებულად ნუ აკეთებს დისკრედიტაციას იმ ხელისუფლების, რომელიც მისსავე ქვეყანას ემსახურება და სიცრუეზე დაფუძნებული ნუ იქნება... მთავარი პრობლემა და ყველაზე დიდი პრობლემა დღეს სიცრუის ტირაჟირებაა... დღეს რუსთავი 2-ს ეძახიან ყველაზე პროფესიულ ტელევიზიას და საუბედუროდ ყველაზე პროფესიულად კარგად დალაგებული სიცრუე მოდის ძალიან ხშირად”, - განაცხადა ივანიშვილმა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.