საზოგადოება
800-მდე თანამდებობის პირს პრემიის მიღების უფლება შესაძლოა, შეეზღუდოს
2016 წლის პირველ იანვრამდე შესაძლოა,  25-მდე მაღალი რანგის 800-მდე თანამდებობის პირს პრემიის მიღების უფლება შეეზღუდოს. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია. მისი თქმით,  ინიციატივის მომზადება საქართველოს მთავრობის მიერ საჯაროდ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის პოლიტიკის" მხარდაჭერაა.  ინიციატივის თანახმად, 24 რანგი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს ეხება, ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგი თანამდებობის პირებს: საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და გამგებელი. პრემიის მიღების უფლება ამ კანონის მოქმედების ვადით შეეზღუდება შემდეგ თანამდებობის პირებს: საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მინისტრს (სახელმწიფო მინისტრს) და მის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს, საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს, საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, შემოსავლების სამსახურის უფროსს და მოადგილეებს, გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრს, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს, სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს და მის მოადგილეს, მოსამართლეს, საქართველოს მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს -იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.