საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფელი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ზღვაზე "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფელი გახსნა. 
მთავრობის მეთაურმა ოლიმპიურ სოფელში შეკრებილ საზოგადოებას ოლიმპიური სოფლის მერი წარუდგინა. აღნიშნულ სიმბოლურ თანამდებობას ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი დაიკავებს. "ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველოდებით ოლიმპიური ფესტივალის დაწყებას. სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების დაწყებამდე და როგორც იტყვიან, ოლიმპიური ტემპერატურა დღითიდღე მატულობს. თბილისში უკვე ანთია ოლიმპიური ცეცხლი, დღეს კი საზეიმოდ ვხსნით ამ არაჩვეულებრივ ოლიმპიურ სოფელს, სადაც ჩვენი სტუმრები და ფესტივალის მონაწილეები დაიდებენ ბინას. როგორც ხედავთ, აქ არის ყველა პირობა შექმნილი ჩვენი სტუმრების ღირსეულად დასახვედრად, ასევე ყველა პირობა იმისთვის, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა და სტუმრებმა შეძლონ მომავალი ასპარეზობისთვის სათანადოდ მომზადება. 
ოლიმპიურ სოფელს, როგორც წესი, მერი ხელმძღვანელობს და მინდა დღეს ამ სიმბოლურ, თუმცა საპატიო თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი. გარდა იმისა, რომ ლევან კობიაშვილი არის დიდი და გამორჩეული ფეხბურთელი, ის არის გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ლევანი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული სახე. ის დახვდება 50-მდე ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენს და მჯერა, რომ ღირსეულად წარმოადგენს ჩვენ ქვეყანას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ლევან კობიაშვილს ოლიმპიური სოფლის მერის მედალი გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ისეთი მასშტაბის სპორტული ღონისძიება, როგორიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალია, საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა. 
"ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პატივი, პასუხისმგებლობა და ერთგვარი გამოცდილებაც. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველანი ერთად - ოლიმპიური კომიტეტი, სპორტის სამინისტრო და მთელი მთავრობა ღირსეულად ჩავატარებთ ამ ფესტივალს. "თბილისი 2015-ის" ოლიმპიურ სოფელს გახსნილად ვაცხადებ", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიურ სოფელში შეკრიბილებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.