საზოგადოება
საბერძნეთში ბანკები გაიხსნა
საბერძნეთში ბანკები სამკვირიანი შესვენების შემდეგ გაიხსნა. "ბიბისის" ცნობით, ბანკებთან რიგებია. თუმცა, ბანკომატებიდან თანხის გატანაზე ლიმიტი კვლავ იმოქმედებს. კერძოდ, კვირის განმავლობაში თითოეულ მოქალაქეს მაქსიმუმ 420 ევროს ოდენობის გატანის შესაძლებლობა ექნება.
"კაპიტალზე კონტროლი და შეზღუდვები თანხის გატანაზე კვლავ იარსებებს, თუმცა, ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ ნორმალურ ცხოვრებაში დაგვაბრუნებს", - განაცხადა საბერძნეთის ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლუკა კატსელიმ. ბანკების ხელახლა გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროზონის ლიდერებმა ათენისთვის 7 მილიარდი ევროს ოდენობის წინასწარი დახმარება გამოყვეს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები