საზოგადოება
პარლამენტმა "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონი მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე, აფხაზური. სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას და სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე. კანონპროექტი ადგენს, რომ სახელმწიფო ენაზე სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლების მიღება არის საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება; საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა, ხოლო არასახელმწიფოენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან შესაბამის კონტინგენტს შესთავაზონ სახელმწიფო ენის შესწავლის სპეციალური კურსი; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ოფიციალური საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე; სამართალწარმოებისა და საკანონმდებლო საქმიანობის ენაა სახელმწიფო ენა; საქართველოს სამხედრო და გასამხედროებულ ძალებში ოფიციალური საქმიანობა ხორციელდება ქართულ ენაზე; რეფერენდუმის, პლებისციტის და სხვა ოფიციალურ ღონისძიებათა ენა არის სახელმწიფო ენა; კონკურსებისა და ატესტაციების ენა არის სახელმწიფო ენა; აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნაშრომის წარდგენა და დაცვა ხდება სახელმწიფო ენაზე.  პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ შექმნას სათანადო პირობები, სახელმწიფო ენის შესწავლისა და გამოყენებისთვის; მუდმივად იზრუნოს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე; ხელი შეუწყოს ქართველოლოგიურ და აფხაზოლოგიურ კვლევებს.  საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ყოველი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია ფლობდეს სახელმწიფო ენას. კანონპროექტის მიხედვით კი, ამ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობა დასტურდება: სახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დოკუმენტით; საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დოკუმენტით; სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარების დოკუმენტით (სერტიფიკატით). გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალიწინებს საქართველოს მთავრობასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნას. დეპარტამენტი მოიაზრება როგორც ინსტიტუცია, რომელსაც სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება, ენის განვითარებასა და შესწავლაზე ზრუნვა დაეკისრება. "ipn"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.