საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დღეს დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დღეს დაიწყება, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს აბიტურიენტებს ზოგადი უნარების შედეგებს გააცნობენ. "27 ივლისს მივაწოდებთ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორი იყო სტატისტიკა. ოთხი ვარიანტი იყო გამოყენებული და ბუნებრივია, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელი ვარიანტი აღმოჩნდა უფრო რთული. საბოლოო შედეგები ბუნებრივია, აპელაციის პროცესის შემდეგ გვექნება, მაგრამ ზოგადი უნარების გამოცდა სპეციფიურია და შედეგები სკანერის მეშვეობით მოწმდება. აქედან გამომდინარე, თეორიულადაც ძალიან მიზერულია იმის შანსი, რომ აპელაციის შედეგებმა რამენაირად გავლენა იქონიოს სტატისტიკურ მონაცემებზე, ამიტომ ჩვენ უკვე შეგვიძლია 27 ივლისს ვივარაუდოთ, რა იქნება გამსვლელი ქულა", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. რაც შეეხება დანარჩენ გამოცდებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს,რომ გამსწორებლებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. "ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ოპერატიულად მივაწოდოთ პირველადი შედეგები აბიტურიენტებს, როგორც კი გასწორდება რომელიმე კონკრეტული საგნის შედეგები, მეორე დღესვე ვაძლევ გარანტიას აბიტურიენტებს, რომ მათ პირველად შედეგებს ვაცნობებ. სიახლე რაც გახლდათ, ეს იყო ის, რომ ჩამონათვალში გაჩნდა სამოქალაქო განათლება და დაახლოებით 700-მდე აბიტურიენტი აბარებდა გამოცდას. ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც და ყველასთვის რა იქნება ამ გამოცდაზე შედეგები", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. რაც შეეხება პედაგოგებს, მათი საგამოცდო ნამუშევრების გასწორებაც ინტენსიურად მიმდინარეობს, ოდნავ მოგვიანებით დაიწყება პირველადი შედეგების გამოცხადება. "აქ მნიშვნელოვანი სიახლე იყო - პირველად წელს გამოცდა შვთავაზეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგებს. თავისთავად გამოცდა იყო სპეციფიური და დავალებები პედაგოგს კომპიუტერზე უნდა შეესრულებინათ. 700-მდე პედაგოგი ღებულობდა მონაწილეობას და ჩვენც ველოდებით შედეგებს, რადგან ეს იყო პირველად, როდესაც ჩვენ პედაგოგებს შევთავაზეთ ასეთი ტიპის განსხვავებული ფორმატის გამოცდა", - განაცხადა მიმინოშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.