30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით, 28-29 ივლისს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა, იყოს სეტყვაც. აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი - 37 გრადუსი. 30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით კი, საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები