5 მილიონ დოლარამდე ზარალი მიადგა თურქეთს სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ბაქო–თბილისი–ერზურუმის გაზსადენზე გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბაქო–თბილისი-ერზურუმის გაზსადენზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა და მის მოწყობაში ქურთი სეპარატისტები დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები