საზოგადოება
მარტოხელა პენსიონერები დახმარებას ისევ მიიღებენ
მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდათ სახელმწიფოს სოციალურ დახმარება, 20 აგვისტოდან დახმარებას ძველებურად მიიღებენ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საუბარია დახმარებაზე, რომლის გაცემაც შეჩერებული იყო – საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად.
ზაზა სოფრომაძე განმარტავს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს, დახმარების თხოვნით, დღეისათვის 1 600 000 ადამიანმა მიმართა; მაგრამ, ცხადია, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ყველას აღმოუჩინოს სოციალური დახმარება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ამისთვის კომპენსაციის სხვა საშუალებები არსებობს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები