დღეს, 6 აგვისტოს, 09:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს. პროცესი 12 აგვისტომდე გასტანს.
სააპელაციო განაცხადის შევსება იმ აბიტურიენტებს და საგრანტო კონკურსში მონაწილე პირებს შეუძლიათ, რომლებსაც საგამოცდო ცენტრის შეფასებას არ ეთანხმებიან.
ეროვნული ცენტრი საჩივრებს 10 დღის განმავლობაში განიხილავს, რის შემდეგაც საბოლოო პასუხებს გამოაქვეყნებს.
აბიტურიენტებს სურვილის შემთხვევაში ყველა გამოცდის შედეგების გასაჩივრება შეუძლიათ. თითოეული საგნის აპელაცია 50 ლარი ღირს. იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტს ქულა მოემატება თანხა უკან დაუბრუნდება.
მასალის გამოყენების პირობები