დღეიდან მარიამობის მარხვა იწყება, რომელიც 28 აგვისტოს დასრულდება. მარიამობის მარხვა დაკავშირებულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებასთან, რომელსაც წმინდა ეკლესია ახალი სტილით 28 აგვისტოს აღნიშნავს.
მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.
მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილდება მხოლოდ ფერიცვალების დღესასწულზე, 19 აგვისტოს.
მასალის გამოყენების პირობები